,,კარგი საქმე ასრე უნდა ქმნა, ან ღმერთმან დაგიმადლოს, ან კაცმან მოგიწონოს''

,,კარგი საქმე ასრე უნდა ქმნა, ან ღმერთმან დაგიმადლოს, ან კაცმან მოგიწონოს''

понедельник, 2 августа 2010 г.




პროექტი ,,სიკეთის ქალაქი'' უკვე მეექვსე წელია ტარდება პროექტის ორგანიზატორები არიან მაია ჟიჟილაშვილი და მანანა ბურდული
წელს პროექტში მონაწილეობას ღებულობდა მეხუთე პირველი კლასის ორი გუნდი – ,,კეთილი ცეროდენები" და,,სიცოცხლე ქალაქში''.
კონკურსს ესწრებოდნენ მეხუთე მეორე კლასის მოსწავლეები, მოწვეული სტუმარი ფსიქოლოგი მანანა ბურდული,სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე თამარ ჩხეიძე, პედაგოგები: მაკა ზაქარეიშვილი , ლალი გილიგაშვილი, მთვარისა ლიპარტელიანი, მოსწავლეთა თვითმართველობის წევრი ,მშობლები

მაია მასწავლებელმა გააცნო გუნდებს ნომინაციები და კრიტერიუმები რითაც შეფასდებოდნენ მონაწილე გუნდები.
ნომინაციები 1.,,საუკეთესი პრეზენტატორი" 2.,,საუკეთესო მხატვარი" 3. ,,ჟიურის სიმპატია".

კრიტერიუმები: მხატვრობა, იდეის ორიგინალობა, ეროვნული ხედვა, გუნდურობა (ყველა მოსწავლის ჩართულობა), პრეზენტაცია, ვიზუალურობა


,,კეთილი ცეროდენები" –დევიზი–,,ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია"

დედამიწაზე უამრავი კეთილი ადამიანია, მაგრამ ყველაზე მეტი სიკეთის ქალაქში ცხოვრობს. სიკეთის ქალაქი ის ადგილია, სადაც მარტო სიკეთე არსებობს და არ არის ბოროტება, შური და ორგულობა. სიკეთის ქალაქის მცხოვრებლები ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან და ამიტომ იქ არ არის ღარიბი და გაჭირვებული. ქალაქში არავინ ქურდობს. არც სხვა ცუდ საქმეს სჩადის, მაგრამ მაინც არსებობს პოლიცია, რომელიც სიკეთეს იცავს და ცდილობს ბოროტება არ შეიპაროს ქალაქში. აქ ყველა თანასწორია და არავინ ჩაგრავს მეორეს.

სიკეთის ქალაქის სკოლებში სიკეთის გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს, რათა მათ ყოველთვის კეთილი საქმე აკეთონ.
სიკეთის ქალაქში ყველა ქუჩას სიკეთის სახელი ქვია. მზესაც კი სიკეთის მზე ჰქვია. ქალაქი იმითიც არის განსაკუთრებული, რომ ცხოველებიც და ფრინველებიც კეთილები არიან. ისინი ქუჩებში თავისუფლად დასეირნობენ და ერთმანეთსაც არ ერჩიან და არც ადამიანებს. მათზე კი სიკეთის ქალაქის მცხოვრებლები ზრუნავენ. სიკეთის ქალაქში ყველა იღიმის, ყველა ბედნიერია და ყველას ერთმანეთი უყვართ



,,სიცოცხლე ქალაქში''–დევიზი–,,მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და იქ დაგხვდება ''

სიკეთის სკოლა – ეს არის სკოლა, რომელშიც მხოლოდ კეთილი და სიცოცხლით სავსე ადამიანები სწავლობენ. ამ სკოლაში ისწავლება სიკეთის კეთება, სიცოცხლის სიყვარული და რაც მთავარია განათლებისათვის საჭირო საგნები.
სიკეთის სკოლა შეფერილია ცისფერ, ვარდისფერ და თეთრ ფერებში. ეს სკოლა სიკეთით არის სავსე, ამ სკოლაში ბავშვების გარდა უფროსებიც სწავლობენ, რადგან ახლანდელ დროში ეს საგნები არც უფროსებმა იციან.
სიკეთის სკოლაში მასწავლებლები ყოველთვის მხუიარულები და სიკეთით სავსენი არიან ბავშვების მიმართ.

სიკეთის სკოლა მსოფლიოში ერთადერთია რადგან მასში სიკეთე, სიყვარული და მეგობრობა სუფევს. ამ სკოლაში არიან ადამიანის უსაყვარლესი მეგობრები, პატარა ლეკვები რომელთაც თავიანთი ოთახი აქვთ, დასვენებაზე კი ბავშვები მათთან ერთად თამაშობენ და ერთობიან ამით კიდევ უფრო მჟღავნდება ადამიანების და ცხოველების სიყვარული

გუნდებს კითხვები დაუსვეს მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოვიდნენ მასწავლებლები
მაკა ზაქარეიშვილი,რომელმაც მადლობა მოუხადა პროექტის ინიციატორებს და მონაწილეებს და ისურვა, რომპროექტით უფრო ბევრი სკოლები დაინტერესებულიყვნენ....
ლალი გილიგაშვილი–დირექციის ინიციატივას – რუსული და ქართული სექტორის ინტეგრირებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროექტმა დამანახა, რომ სექტორთა ინტეგრაციამ გაამართლა და გამარჯვების მიუხედავად სიკეთემ და მეგობრობამ გაიმარჯვა.
მთვარისა ლიპარტელიანი მადლობა მოუხადა კლასის ხელმძღვანელს მანანა გადელიას,რომელმაც პროექტში ორი გუნდის მონაწილეობა უზრუნველყო და რომელიც სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული თავის კლასთან ერთად.



ჟიურიმ დააჯილდოვა მონაწილე გუნდები



მაია მასწავლებელმა კლასს სამახსოვრო ,,სმაილიკი,,გადასცა



























Комментариев нет:

Отправить комментарий